უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინის მიმართულებით 56 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
"ბოლო 5 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 56 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. გამოიყენეს 113 ბალისტიკური რაკეტა. აი ასეთია - "ძმომა და მეგობრობა". მსოფლიომ იცის რა უნდა გააკეთოს. ამის შესახებ დღეს პარტნიორებს ვესაუბრე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.